1. პროექტის სახელი: „გადაშენების გზაზე მყოფი ყვავილების დაცვა“.
2. პრობლემა––ქართული ყოჩივარდა,,წითელ წიგნშია“ შეტანილი.
3. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:მოსწავლეთა :მიერ ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემოს შესწავლა,მისი რაოდენობის შემცირების მიზეზების დადგენა.
4. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ყოჩივარდისთვის საქართველოში არსებულ საარსებო გარემოს,მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილებს,ასახავენ ფოტოზე.გამოიკვლევენ მისთვის დამახასიათებელ სასიცოცხლო ციკლს (ერთ,ორ თუ მრავალწლოვანი მცენარეა იგი.) თუ ორ ან მრავალწლოვანია,მისი რომელი ნაწილი იზამთრებს.დაიხმარებენ უფროსებს რჩევის მიცემაში,ტუ როგორ მოუარონ ქართულ ყოჩივარდას.
გაარკვევენ,ხომ არ აქვს დეკორატიული დანიშნულება,ყიდიან თუ არა მას ბაზარში,ყვავილების მაღაზიაში? ხომ არ აქვს მას სამკურნალო დანიშნულება და ხომ არ არის შხამიანი ან სარეველა მცენარე.დაადგენენ ხომ არ ნადგურდება მისი საბინადრო გარემო(თუ მივდორში იზრდება,ხომ არ ხნავენ მას კულტურული მცენარეების დასათესად?თუ ტყეში იზრდება,ხომ არ იჩეხება ტყე?)
5. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე–3 კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და
გაანალიზება,პრეზენტაცია,დისკუსია.ფოტო მასალის შეგროვება.
8. მოსალოდნელიშედეგები/პროექტი,რაცშეიძლება შეიქნას:
მოსწავლეები შექმნიან ენციკლოპედიური ხასიათის ალბომებს, ვებ–გვერდებს,ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა გაზიარებისა და შეჯერების,დაკვირვების უნარ–ჩვევა.
9. სარგებელი სხვებისათვის: გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ქართული ყოჩივარდის სარსებო გარემოსა და მისთვის მახასიათებელი სამკურნალო თვისებების შესახებ და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ქართულ ყოჩივარდას საიდუმლოებებს.
10. სამუშაო ენა: ქართული
11. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული–შექმნიან ჩანახატებს, ლექსებს და ესეებს.
ხელოვნება – შექმნიან ალბომებს, დახატავენ.
ისტორია – გაეცნობიან იმ ადგილების ისტორიულ წარსულს, სადაც ხარობს ქართული ყოჩივარდა.
ბუნებისმცოდნეობა– გაეცნობიან ყვავილის აგებულებას და მნიშვნელოვან თავისებურებებს.
12. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო რიჟამაძე
13. პროექტის ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: giorgi.miranda@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: ,,გადაშენების პირას მყოფი ყვავილების დაცვა“
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий